1. მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირთა  ბრძანების,  საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს გაკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო მერის  ბრძანების ბლანკი – მერიის ადმინისტრაციულ  სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის (შესაბამისად მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში) უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია „აბაშის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერისა და მერიის თანამდებობის პირთა  ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:

ა) სახელმწიფო გერბი, რომელიც განთავსდება (გამოისახება) მუნიციპალიტეტის გერბის მარცხენა მხარეს დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის პირდაპირ.

ბ) მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი განთავსდება (გამოისახება) სახელმწიფო გერბის მარცხენა მხარეს დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის პირდაპირ.

გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „აბაშა“ (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);

დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელიწადი თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი;

ე) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს (შესაბამისად – მერიის) მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება „დ“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე);

ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „აბაშის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №“ (შესაბამისად – „აბაშის  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №“ ან „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“) წარწერა დაიტანება „ე“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილა