1. სამუშაოთა აღწერილობა არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა (გარდა თანამდებობის პირებისა) და საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი საქმიანობისას შესასრულებელი ფუნქციები.

2. სამუშაოთა აღწერილობა მზადდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.

3. სამუშაოთა აღწერილობა შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის და სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, ხოლო ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი ფუნქციებ