1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო გეგმების შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტითა და მერის დებულებით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო გეგმების დამტკიცება შესაბამისად ფორმდება საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა არის ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
4. მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია საკრებულოს და მერის ის სამართლებრივი აქტები, რომლებითაც განისაზღვრება მერიის სამუშაო გეგმა.
5. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიმუშავებს ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმას შესაბამისი საგეგმო პერიოდის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით მასში ცვლილებები შეაქვს სტრუქტურული ერთეულის ზემდგომ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
6. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საგეგმო პერიოდი. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (მერის ან საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიხედვით კონკრეტული დავალების დასახელება);
გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა;
დ) დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი;
ე) თუ სამუშაოს შესრულება გულისხმობს საფინანსო სახსრების მიღება-გამოყენებას – შესაბამისი სახსრების მოცულობ