1.
სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
2.
გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს, გამგებელი, ხოლო გამგეობის სხვა საჯარო  მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.
3.
სამუშაოთა აღწერილობა შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის და სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, ხოლო ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი ფუნქციები