1.
გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტი, როგორც წესი, შედგება პრეამბულის, საკონსტანტაციო ნაწილისა და სარეზოლუციო ნაწილისაგან.
2.
ბრძანების პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტის ან საკრებულოს დადგენილების ის ნორმა (კანონის ან შესაბამისად – საკრებულოს დადგენილების სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის მიღება (გამოცემა).
3.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საკონსტანტაციო ნაწილში მიეთითება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას გამოკვლეული საქმის გარემოები და მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილებების დასაბუთება (ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას). აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საკონსტანტაციო ნაწილს, თუ:
ა)
აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და იგი არ ზღუდავს მესამე პირის უფლებებს.
ბ)
აქტის მიღებით (გამოცემით) დაინტერესებულ პირთათვის უკვე ცნობილია აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
გ)
კანონი ითვალისწინებს აქტის დასაბუთების გარეშე მიღების (გამოცემის) შესაძლებლობას;
დ)
აქტის მიღება (გამოცემა) გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში აქტის წერილობითი დასაბუთება ხდება აქტის გამოცემის შემდგომ არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
4.
აქტის სარეზოლუციო ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები). თუ აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი ფორმდება ცალკე პუნქტის სახით. პუნქტები უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, მიღებული გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებების) შემდგომ პუნქტად მიეთითება აქტის მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული (გამოცემული).
5.
აქტის სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, დასკვნით (უკანასკნელ) პუნქტად მიეთითება აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (ორგანოს სრული დასახელება და მისამართი), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება.თავი IV
გამგეობის საქმისწარმოების დოკუმენტებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 9. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების, გამგეობის თანამდებობის პირთა ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა ტექსტების სტანდარტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. გამგეობის თანამდებობის პირებისა და მოხელეების დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
- მუხლი 5. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 6. გამგეობის თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტა
- მუხლი 7. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 8. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ბლანკი
- მუხლი 10. გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირის მიერ შექმნილი კომისიის, გამგებლის სათათბირო ორგანოების − საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმები
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 12. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია)
- მუხლი 13. გამგეობის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 14. გამგეობისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №27, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488227/muxli-9/