1.
სხდომის ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირის მიერ შექმნილი კომისიის, გამგებლის სათათბირო ორგანოების − საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიმდინარეობა.
2.
სხდომის ოქმების წარმოება სავალდებულოა. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში.
3.
სხდომის ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4.
სხდომის ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა)
სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ)
სხდომის თავმჯდომარე;
გ)
სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;
დ)
სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში ცალკე შეიტანება და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. დღის წესრიგი ოქმში შეიტანება დღის წესრიგის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
5.
ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა)
,,I. მოისმინეს: (...)”: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება.
ბ)
,,II. საკითხის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)”: ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
გ)
,,III. პროცედურის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)”: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ საკითხის განხილვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ გამოსვლებს. ოქმში გადმოცემული უნდა იყოს პროცედურულ საკითზე გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
დ)
,,IV. პროცედურის შესახებ კენჭისყრა: (...)”: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ პროცედურულ საკითხზე ჩატარდა კენჭისყრა. ოქმში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის სახე, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები;
ე)
,,V. საკითხის შესახებ კენჭისყრა: (...)”: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა);
ვ)
,,VI. გადაწყვიტეს: (...)”: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას, მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6.
სხდომა შესაძლებელია დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეოჩანაწერით სახით, რომელიც გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება შესაბამის სხდომის ოქმთან ერთად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 10. გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირის მიერ შექმნილი კომისიის, გამგებლის სათათბირო ორგანოების − საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. მერიისა და მერიის სხვა თანამდებობის პირის მიერ შექმნილი კომისიის, მერიის სათათბირო ორგანოების − საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმები
- მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
- მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
- მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
- მუხლი 13. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიების , სამუშაო ჯგუფებისა და საკრებულოს სხდომის ოქმები
- მუხლი 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის, ან სხვა ოქმები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
- მუხლი 5. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 6. გამგეობის თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტა
- მუხლი 7. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 8. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ბლანკი
- მუხლი 9. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 12. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია)
- მუხლი 13. გამგეობის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 14. გამგეობისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა
- მუხლი 15. გამგეობის მოხელის სამუშაო გეგმა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №27, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488227/muxli-10/