1.  თბილისის მერის/მთავრობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა კომპლექსური შესწავლის/მომზადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მოზადების მიზნით თბილისის მერის ბრძანებით/მთავრობის განკარგულებით იქმნება თბილისის მერის/მთავრობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები.

2. თბილისის მერის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებია: საბჭოები და დროებითი სამუშაო ჯგუფები, ხოლო თბილისის მთავრობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებია: საბჭოები და კომისიები.

3. თბილისის მერის/მთავრობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები - საბჭოები, როგორც წესი, იქმნება თბილისის მერის/მთავრობის უფლებამოსილების ვადით თბილისის უმნიშვნელოვანეს, პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით.

4. თბილისის მერის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები დროებითი სამუშაო ჯგუფები, ასევე თბილისის მთავრობის კომისიები იქმნება კონკრეტული საკითხის კომპლექსური შესწავლის და მათზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით.

5. საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებში სამუშაოდ მოიწვევიან როგორც თბილისის მერიის თანამდებობის პირები და სხვა მოხელეები, ასევე, მათთან შეთანხმებით, თბილისის საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

6. საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოების შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თბილისის მერი/მთავრობა.

7. თბილისის მერთან შეთანხმებით და/ან მისი დავალებით თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულში ცალკეულ საკითხთა შესწავლის და/ან რეკომენდაციის მომზადების მიზნით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებით