1. თბილისის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტს და ინსპექტირებას ახორციელებს თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მორიტორინგის საქალაქო სამსახური, რომლის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თბილისის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს თბილისის საკრებულო.
2. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს შიდა კონტროლის სისტემის დანერგვას და ფუნქციონირებას სამსახურის დებულებით განსაზღვრული სუბიექტების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
3. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია თბილისის მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსთან კოორდინირებულად.
4. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურის სტრატეგიული და წლიური გეგმების შესაბამისად, რომელთაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის მერი.
თავი V
თბილისის მერიის საქმიანობის დაგეგმ