1. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; კოორდინაციას უწევენ  თბილისის რაიონის გამგეობების შესაბამისი სამსახურების, შესაბამის სფეროებში მოქმედი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობას.

3. თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულები ახდენენ თბილისის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

4. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება თბილისის მერიის დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით.

5. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

6. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერი და მერის მოადგილე, თბილისის მერის მიერ მოადგილეებს შორის განაწილებული ფუნქციების შესაბამისად