1. თბილისის მერი არის თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო და უმაღლესი თანამდებობის პირი. თბილისის მერი ხელმძღვანელობს თბილისის მერიას და თბილისის მთავრობას.

2. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.

3. თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების, მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“