1. თბილისის მერია არის იერარქიული დაქვემდებარების პრინციპით აგებული თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.

2. თბილისის მერია მოიცავს:

ა) ცენტრალურ ორგანოებს: თბილისის მერს, თბილისის მთავრობას, თბილისის მერიის სტრუქტურულ  ერთეულებს;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს - თბილისის რაიონების გამგეობებს.

3.  თბილისის მერიის ცენტრალური ორგანოები, როგორც წესი, უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საქალაქო პოლიტიკის შემუშავებას, თბილისის განვითარების სტრატეგიისა და პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელების კოორდინაციას და შესრულების ზედამხედველობას.

4.  თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოები შესაბამის ტერიტორიაზე, როგორც წესი, უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა (შემდგომში - საკრებულო) და  თბილისის მერიის ცენტრალურ ორგანოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას