1. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოები იქმნება თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულებში - თბილისის რაიონებში.
2. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, მისი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ დადგენილებებს თბილისის მერის ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით, საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს თბილისის საკრებულო.
3. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულები - თბილისის რაიონებია: გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის და ჩუღურეთის რაიონ