თბილისის მერიის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება - მერიის საქმიანობა ხორციელდება კანონის საფუძველზე, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილ ფარგლებში;

ბ) საჯაროობა - მერიის საქმიანობა ეფუძნება მოსახლეობის ინტერესებისა და აზრის გათვალისწინებას და უზრუნველყოფს როგორც მიღებული გადაწყვეტილებების დადგენილი წესით გამოქვეყნებასა და მათ ხელმისაწვდომობას, ასევე გადაწყვეტილების მომზადების, განხილვის, მიღების, აღსრულებისა და აღსრულებაზე კონტროლის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას;

გ) მიუკერძოებლობა და სისრულე - მერიის სისტემაში შემავალი ორგანოები და თანამდებობის პირები გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულნი არიან გამოიკვლიონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღონ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

დ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა - მერიის სისტემაში შემავალი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობა ეფუძნება საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას;

ე) ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობა - მერიის საქმიანობა ეფუძნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობას და კოლეგიალობას;

ვ) იერარქიულობა - მერიის სისტემაში შემავალი ორგანოები და თანამდებობის პირები არიან იერარქიულ დაქვემდებარებაში. ზემდგომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დავალება სავალდებულოა შესასრულებლად ქვემდგომი ორგანოსა და თანამდებობის პირისათვი