1. თბილისის მთავრობა არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
2. თბილისის მთავრობა შედგება თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან.
3. თბილისის მთავრობის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის მერის დავალებით − თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.
4. თბილისის მთავრობის სხდომების ჩატარებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მთავრობის რეგლამენტით