1. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა).

2. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით.

3. რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივ სარგოებსა და ტიპურ დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

4. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერი და მერის მოადგილე, მერის მიერ მოადგილეებს შორის განაწილებული ფუნქციების შესაბამისა