1. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის დავალებით.

2. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმას და მოხელის თანამდებობრივ ინსტრუქციას.

3. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.

4. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ