1. სამუშაო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენა ხორციელდება სამუშაო გეგმით დადგენილი პერიოდის (საანგარიშგებო პერიოდი) დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ანგარიში თბილისის მთავრობას წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან თბილისის მთავრობის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;
ბ) თბილისის მერიის მოხელის ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, აგრეთვე, თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
3. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტები.
თავი VI
საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები და სამუშაო თათბი