1. თბილისის მერია თავის საქმიანობას წარმართავს თბილისის მთავრობის, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და ვადები.

2. სამუშაო გეგმის ფორმებს და გეგმის შედგენის პერიოდულობას განსაზღვრავს თბილისის მთავრობა.

3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს თბილისის მთავრობის სამუშაო გეგმას.

4. სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს თბილისის მთავრობა