1. თბილისის მერიაში საქმიანობის დაგეგმვის, კოორდინაციისა და სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით ტარდება პერიოდული თათბირები თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ.

2. თათბირზე მოწვეულ პირთა წრეს, თათბირის დღის წესრიგს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს თათბირის ინიციატორი.

3.  თბილისის მერისა და თბილისის მერის მოადგილეების თათბირის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ხოლო თბილისის მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა თათბირის - ამ ორგანოს ხელმძღვანელის დავალებით თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს თანამდებობის პირი.

4. თათბირზე დგება თათბირის ოქმი, რომელიც თათბირის დამთავრებიდან ორი დღის ვადაში თათბირის ინიციატორის ხელმოწერით ეგზავნებათ თათბირის მონაწილე პირებს.
თავი VII
მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა  თბილისის მერიის   საქმიანობა