1. კომისიის სხდომებზე, კომისიისა და მისი აპარატის სამუშაო თათბირებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება ოქმში, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის ან თათბირის ჩატარების დრო და ადგილი;
გ) სხდომის ან თათბირის თავმჯდომარისა და მდივნის, აგრეთვე სხდომის მონაწილეთა ვინაობა;
დ) სხდომაზე ან თათბირზე დამსწრეთა და მოწვეულთა ვინაობა;
ე) განხილვის საგანი;
ვ) სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილება ან დავალება.
2. ოქმი ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე.
3. სხდომისა და თათბირის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
4. კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები ეგზავნებათ ადრესატებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს კომისიის აპარატის უფლებამოსილი თანამდებობის პირი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 14. კომისიის სხდომისა და აპარატის თათბირის ოქმის გაფორმება
თავი III — კომისიის სამართლებრივი აქტების მიღების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა
- მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში
- მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება
- მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
- მუხლი 13. კომისიის სხდომაზე კონკურსის ჩატარების წესი
- მუხლი 15. კომისიის ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლა
- მუხლი 16. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
- მუხლი 17. კომისიის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 19. ინფორმაციის კონფიდენციალობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 14, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-14/