1. მოქალაქეს შეუძლია კომისიაში საქმე აწარმოოს პირადად, ხოლო იურიდიულ პირს ან სხვა დაწესებულებას – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელიც შესაბამისი წესდების ან დებულების საფუძველზე უფლებამოსილია იმოქმედოს ამ იურიდიული პირის თუ დაწესებულების სახელით.
2. მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შეუძლია კომისიაში საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.
3. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია კომისიის მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი.
4. თუ პირი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნას, კომისიას ეხსნება დოკუმენტის გაგზავნის პასუხისმგებლობა და ეს არ შეიძლება გახდეს კომისიის ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა