1. კომისიის დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემულია "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ", "დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის დაცვით. კომისიის დადგენილება შეიცავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და ვრცელდება პირთა განუსაზღვრელ ოდენობაზე.
2. კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც გამოიცემა კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხზე, თუ ის შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული ოდენობისთვის.
3. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. კომისია უფლებამოსილი არ არის თავისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4. გადაუდებელ შემთხვევაში კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ან გამოქვეყნდეს წერილობითი დასაბუთების გარეშეც. ასეთ შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნებიდან ან ოფიციალური გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში.
5. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) გადაწყვეტილების გამომცემი ორგანოს დასახელებას და აქტის სათაურს;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
გ) გადაწყვეტილების გამოცემის დროსა და ადგილს;
დ) გადაწყვეტილების სარეგისტრაციო ნომერს;
ე) მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მის მისამართს და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადას.
6. გადაწყვეტილებაზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.
7. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (გარდა კომისიის თავმჯდომარის ბრძანებისა) მიიღება კომისიის სხდომაზე.
8. კომისიის თავმჯდომარის ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და გამოიცემა კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები
თავი III — კომისიის სამართლებრივი აქტების მიღების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით
- მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება
- მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები
- მუხლი 8. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა
- მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში
- მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება
- მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
- მუხლი 13. კომისიის სხდომაზე კონკურსის ჩატარების წესი
- მუხლი 14. კომისიის სხდომისა და აპარატის თათბირის ოქმის გაფორმება
- მუხლი 15. კომისიის ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლა
- მუხლი 16. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-11/