1. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კომისია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით განიხილავს შემდეგ საკითხებს:
ა) მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენა;
ბ) ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მოქმედების ვადის გაგრძელება;
გ) ტარიფების დადგენა და რეგულირება.
3. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში მიმდინარეობს იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის დადგენილი. ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე დანიშნული დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს კომისია განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები
თავი II — ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ძირითადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები
- მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
- მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით
- მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება
- მუხლი 8. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა
- მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში
- მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება
- მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 7, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-7/