წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის, 21-ე, 42-ე, 49-ე, 491, 492
მუხლების, "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 და 21-ე მუხლების შესაბამისად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად. ამ წესებში მოცემულია დებულებები:
ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის, კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესების შესახებ; ექს-პარტე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შესახებ;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;
გ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;
დ) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;
ე) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ;
ვ) ნებართვების გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესახებ;
ზ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;
თ) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ