1. კომისია გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს – კომისიაში განცხადების რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების და მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ იღებს კომისიაში განცხადების რეგისტრაციიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების და მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ 7 სამუშაო დღის ვადაში.
4. კომისია იმ პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე, რეგისტრაციაში გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიაში განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებით კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადებში.
6. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისთვის აუცილებელია ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, კომისიას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს