1. სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გასაცემად ჩატარებული კონკურსის მონაწილეთა მიერ ქულათა თანაბარი ოდენობის დაგროვების შემთხვევაში, კომისია ატარებს კონკურსს "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გასაცემად, კომისია ატარებს კომერციულ კონკურსს "კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 362
მუხლის შესაბამისად.
2. კომისიის სხდომაზე დგინდება საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. კონკურსში მონაწილეობისთვის არ დაიშვება ის პირი, რომელსაც არასრულად აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან კონკურსის პირობებს.
3. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას და საკონკურსო ბიჯს. საკონკურსო ბიჯი უცვლელია.
4. კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა.
5. კონკურსის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.
6. კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
7. ყოველი მონაწილის მიერ დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.
8. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.
9. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 13. კომისიის სხდომაზე კონკურსის ჩატარების წესი
თავი III — კომისიის სამართლებრივი აქტების მიღების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები
- მუხლი 8. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა
- მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში
- მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება
- მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
- მუხლი 14. კომისიის სხდომისა და აპარატის თათბირის ოქმის გაფორმება
- მუხლი 15. კომისიის ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლა
- მუხლი 16. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
- მუხლი 17. კომისიის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 13, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-13/