1. კომისიის ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
2. კანონით დადგენილ შემთხვევებში ადმინისტრაციული აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის ადმინისტრაციული აქტი არ ქვეყნდება და დაინტერესებულ მხარეს ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ის ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული აქტი არ მიუღია.
4. ადმინისტრაციული აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება კომისიას