1. "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 492
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ნებართვა გაიცემა:
ა) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე;
ბ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების მშენებლობაზე;
გ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების წარმოებაზე;
დ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე;
ე) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე;
ვ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების უცხო ქვეყნიდან შემოტანაზე;
ზ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციაზე;
თ) ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე.
2. კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ბ", "ვ" და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ერთჯერადად განსახორციელებლად.
3. კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ", "დ", "ე" და "თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა ამ წესებით განსაზღვრული ვადით