1. თუ ლიცენზიის მაძიებელი გამოთქვამს სურვილს ლიცენზიასთან ერთად გამოეყოს მეორე მუხლის "ტ.ბ" და "ტ.გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი, ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვა გათვალისწინებული უნდა იყოს ლიცენზიიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებაში.
2. თუ ოპერატორი გამოთქვამს სურვილს მისი ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში გამოეყოს მეორე მუხლის "ტ.ბ" და "ტ.გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი, აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვა გათვალისწინებული უნდა იყოს ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებაში.
3. მეორე მუხლის "ტ.ა" ქვეპუნქტში მითითებული ნუმერაციის რესურსის გამოყოფა ხდება კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიის მინიჭებასთან ერთად "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის ან ოპერატორის მიერ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მიღების წესი
თავი V — ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 19. ინფორმაციის კონფიდენციალობა
- მუხლი 20. ნებართვების სახეები
- მუხლი 21. ნებართვის მიღების საფუძველი
- მუხლი 23. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 24. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ
- მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა
- მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 28. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია
- მუხლი 29. სიხშირეების მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის
- მუხლი 30. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 25, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-25/