1. ნებართვის გაუქმების საფუძველია:
ა) ნებართვის მფლობელის განცხადება;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);
გ) ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა;
ვ) ნებართვის მფლობელის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა;
ზ) ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.
2. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში ავტომატურად ჩერდება ან უქმდება ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა.
4. კომისიის მიერ გაცემული ნებართვა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ავტომატურად უქმდება