1. კომისია აწარმოებს შემდეგ უწყებრივ რეესტრებს:
ა) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის და უცხო ქვეყნიდან მათი შემოტანის და რეალიზაციის ნებართვების უწყებრივ რეესტრს;
ბ) ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის სიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრს;
გ) ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვების უწყებრივ რეესტრს;
დ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციის უწყებრივ რეესტრს;
ე) პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე, რეგისტრაციის უწყებრივ რეესტრს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: ნებართვის დასახელება, ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი, ნებართვის მოქმედების ვადა, ამ წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა-გ" ქვეპუნქტებში გათვალისწინებული მონაცემები; აგრეთვე მონაცემები ნებართვის გაუქმების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: კომისიის გადაწყვეტილების ნომერი და გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა, ამ წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა-გ" ქვეპუნქტებით და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა-კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები; აგრეთვე მონაცემები სიხშირის მინიჭების გაუქმების შესახებ
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: ნებართვის დასახელება, ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი, ნებართვის მოქმედების ვადა, ამ წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა-გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები; გამოყოფილი ნუმერაციის რესურსი; აგრეთვე მონაცემები ნებართვის გაუქმების შესახებ;
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: რეგისტრაციის თარიღი; ამ წესების 28-ე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მონაცემები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: რეგისტრაციის თარიღი, ამ წესების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული მონაცემები.
7. რეესტრში არ შეიტანება ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მიეკუთვნება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლო ინფორმაციას.
8. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივი რეესტრის მონაცემებს და დადგენილი წესით მიიღოს მასში შეტანილი ინფორმაცია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 32. უწყებრივი რეესტრი
თავი V — ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 17. ობიექტების უწყებრივი რეესტრი
- მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა
- მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 28. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია
- მუხლი 29. სიხშირეების მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის
- მუხლი 30. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა
- მუხლი 31. პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების რეგისტრაცია, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე
- მუხლი 33. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციის და გამოყენების წესი
- მუხლი 35. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 36. შემოწმება
- მუხლი 37. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
- მუხლი 38. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 32, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-32/