1. კომისია რეგისტრაციაში ატარებს პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე.
2. პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე, ამ საქმიანობის დაწყებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში გადის სავალდებულო რეგისტრაციას.
3. რეგისტრაციისთვის კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება, რომელშიც აღინიშნება:
ა) პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით განსახორციელებელი საქმიანობა, ტექნიკური პარამეტრების ჩათვლით;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის ვადა და სამოქმედო ზონა.
4. ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ – დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 31. პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების რეგისტრაცია, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე
თავი V — ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ
მთავარი მონაცემები
- ვადა 30 სამუშაო დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის ან ოპერატორის მიერ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მიღების წესი
- მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა
- მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 28. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია
- მუხლი 29. სიხშირეების მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის
- მუხლი 30. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა
- მუხლი 32. უწყებრივი რეესტრი
- მუხლი 33. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციის და გამოყენების წესი
- მუხლი 35. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 36. შემოწმება
- მუხლი 37. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 31, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-31/