1. წინამდებარე თავი ითვალისწინებს კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული კონტროლის ფუნქციის შესრულების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პროცესში განსახორციელებელ შემდეგ პროცედურებს:

ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი;

ბ) კომისიის უფლებამოსილი პირების მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

დ) კომისიის სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა;

ე) კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. კომისია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის საფუძველზე, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი არ არის სხვა წესი.

3. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ამ წესებით