1. კომისია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გადაცემის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას
, წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) განეკუთვნება თუ არა კომისიის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;
ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საქმის სხვა მასალები;
გ) ეცნობათ თუ არა დაინტერესებულ მხარეებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;
დ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;
ე) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა დაინტერესებული მხარის შუამდგომლობა.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება კომისიის მიერ. კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
– 3 დღის ვადაში, 141-ე, 1441-1449 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე
– 7 დღის ვადაში. კომისიის აპარატის უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეებს (ოქმში დამრღვევად, დაზარალებულად და მოწმედ დასახელებულ პირებს) უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის დრო და ადგილი.
3. საქმის განხილვა იწყება კომისიის შემადგენლობის გამოცხადებით. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, ვინ არის მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. კომისია მოუსმენს საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საკითხთან (მათი არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებით.
4. კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. გამოუცხადებლობის ფაქტი, კომისიის გადაწყვეტილება და მისი მიზეზები უნდა აღინიშნოს სხდომის ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა წარმოადგინოს ოქმის შემდგენელმა უფლებამოსილმა პირმა ან კომისიის წევრმა.
6. კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვი