1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის შემდეგ კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

3. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდა
რღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია
– არა უგვიანეს ორი თვისა
, მისი გამოვლენის დღიდან.

4. კომისია იღებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადაწყვეტილების რეკვიზიტები (კომისიის დასახელება, გადაწყვეტილების სათაური, გადაწყვეტილების მიღების დრო და ადგილი, კომისიის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, კომისიის თავმჯდომარის სახელი, გვარი და ხელმოწერა, საქართველოს სახელმწიფო გერბი);

ბ) ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილებოდა საქმე;

გ) საქმის განხილვისას გამორკვეული გარემოებები;

დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;

ე) ორგანო, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა;

ვ) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ანგარიში, რომელზედაც დამრღვევმა უნდა ჩარიცხოს საჯარიმო თანხა.

5. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის სხდომის თავმჯდომარე.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.

7. პირის მიერ კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში კანონმდებლობის დარღვევისას
, ადმინისტარციული სახდელის დადებასთან ერთად ან მის გარეშე
, კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით:

ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს (არსებობის შემთხვევაში) მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომისიის მიერ დადგენილ ვადაში;

ბ) შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედებ