1. კომისია ლიცენზიის მფლობელებს, ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილ სადავო საკითხებს წყვეტს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. მომხმარებელს და ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვთ მიმართონ კომისიას სადავო საკითხის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით.

3. წინამდებარე თავით განსაზღვრული წესები ვრცელდება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავებზეც.

4. მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ სათანადო განცხადების კომისიისთვის წარდგენით, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს შემდეგი:

ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სამეწარმეო რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;

გ) იმ ლიცენზიის მფლობელის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;

დ) განმცხადებლის მოთხოვნა;

ე) გარემოებები, რომელზეც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას;

ვ) მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი
.
6. განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებ