1. მხარეებმა უნდა დაამტკიცონ გარემოებები, რომლებზეც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს.

2. გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში
– მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რაც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

3. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენენ დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. წერილობითი მტკიცებულების წარდგენა, როგორც წესი, ხდება დედნის სახით.

4. მოწმედ იკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

5. კონკრეტულ საკითხზე განმარტების ან დასკვნის მისაცემად შეიძლება ექსპერტის მოწვევა.

6. მხარეები კომისიას წარუდგენენ მტკიცებულებებს. კომისია უფლებამოსილია თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები.

7. კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვა