1. დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.
2. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება.
3. განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
4. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებ