1. "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 541 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის ახალი სისტემის დამდგენი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კომისია არ გასცემს ნებართვებს ამ წესების მეორე მუხლის "ფ.გ." ქვეპუნქტში გათვალისწინებულ იმ სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოყენებაზე, რომლის პირველ ციფრად გამოყენებული იქნება ციფრები: "8" ან "0".

2. მომსახურების მიმწოდებლებმა, რომლებიც 2000 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობის შესაბამისად იყენებდნენ ადგილობრივი ქსელის შემოკლებულ სატელეფონო ნომრებს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში მიმართონ კომისიას განცხადებით ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მისაღებად.

3. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორმა, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ, რომლის საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზიის გარეშე, რომელსაც მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსის გამოყენების უფლება და არ ახორციელებს ნუმერაციის რესურსით პრაქტიკულ საქმიანობას, ამ წესების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებ