1. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ დავის განხილვის დღე, დრო და ადგილი.

2. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე იწვევს მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

3. შეტყობინება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია ჩაბარდეს მხარეებს მოსამზადებელი სხდომის დასრულებისთანავე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის ზუსტ მისამართს;

ბ) კომისიის სხდომის დროისა და ადგილის მითითებას;

გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იწვევენ ამა თუ იმ პირს;

დ) კომისიაში მოსაწვევი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;

ე) მხარეების მიმართ წინადადებას, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;

ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს
.

4. შეტყობინებასთან ერთად კომისია მხარეებს უგზავნის ან ჩააბარებს დავის თაობაზე განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. კომისია დავის თაობაზე განცხადების შემტან მხარეს უგზავნის ან ჩააბარებს მეორე მხარის შესაგებლის ასლს, თუ ასეთი შემოვიდა კომისიაში შეტყობინების გაგზავნის დროისთვის. კომისიაში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს მას შემდეგაც, როცა შეტყობინება უკვე გაგზავნილი ან ჩაბარებულია.

5. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მხარეები მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომაზე ტელეფონ
ოგრამის ან ფაქსის მეშვეობი