1. მხარეებს უწყებით გონივრულ ვადაში ეცნობებათ არბიტრაჟის სხდომის ან არბიტრაჟის მიერ ცალკეული მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება და/ან უწყება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ ან ფაქტობრივ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია მხარისათვის წერილობითი შეტყობინების ან/და უწყების ჩაბარება არბიტრაჟისათვის ცნობილ მისამართზე, ან შეტყობინება და/ან უწყება ვერ ბარდება მხარეს არბიტრაჟისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წერილობითი შეტყობინება და/ან უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე, რეგისტრირებული საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე, ან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების და/ან უწყების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით ან დეპეშით. თუ შეტყობინების მიმღებს აქვს ფაქსის აპარატი, მაშინ არბიტრაჟს შეუძლია განახორციელოს შეტყობინება ფაქსის მეშვეობით. ფაქსით შეტყობინების დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ასეთი შეტყობინება გაეგზავნა.
4. თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც არბიტრაჟს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე.
5. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას ამ მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი, ხელს არ უშლის საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, თუ გამოუცხადებელმა მხარემ წერილობით არ იშუამდგომლა განხილვის გადადება საპატიო მიზეზის მითითებით. მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვა მის დაუსწრებლად.
თავი II. არბიტრაჟის უფლებამოსილებ
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 5. შეტყობინება და დაბარება
თავი I — შესავალი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. საარბიტრაჟო ხარჯები
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა და აცილება
- მუხლი 6. არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 7. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 11. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
- მუხლი 12. მხარეთა ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. მხარეთა უფლებები
- მუხლი 14. თანამონაწილეობა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 5, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-5/