1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო ხარჯები და არბიტრაჟისგარეშე ხარჯები.
2. საარბიტრაჟო ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები.
3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარის მიერ გაწეული სხვა აუცილებელი ხარჯები.
4. საარბიტრაჟო მოსაკრებელს იხდის დაინტერესებული პირი:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) საარბიტრაჟო საჩივარზე საქმის გადასინჯვის შესახებ.
5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ დავებზე დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 2%-ს დღგ-ის გარეშე. ამასთან, საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირებისათვის 300 ლარზე ნაკლები, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარს ხოლო იურიდიული პირებისათვის 50 000 ლარს დღგ-ის გარეშე.
6. ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დავის საგნის ფასს უთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დროისათვის, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს პალატის თავმჯდომარე.
7. არაქონებრივი დავების დროს დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ყველა გარემოებისა და კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება საქმის მოცულობა, აგრეთვე მხარეთა ქონებრივი ინტერესი დავის მიმართ.
8. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, მაშინ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
9. არბიტრაჟის დამატებით ხარჯებს შეადგენს:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ ადგილას საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების ხარჯები;
ბ) სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
დ) ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯები;
10. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ხარჯებს მხარეები გაიღებენ თანაბრად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
11. ექსპერტების, სპეციალისტების, თარჯიმნების სამუშაო და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, აგრეთვე ადგილზე დათვალიერებით გამოწვეულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის შესახებ.
12. არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
13. პალატის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა.
14. პალატის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხარეს შეუმციროს საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა ან საერთოდ გაანთავისუფლოს იგი ამ ხარჯების გადახდისაგან მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე).
15. მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე ურის თქმის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მხარეთა მორიგების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 30%-ით.
16. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო მოსაკრებელი მიეკუთვნება საარბიტრაჟო სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს სარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.
17. თუ მხარეებმა თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების განაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 3. საარბიტრაჟო ხარჯები
თავი I — შესავალი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- თანხა 300 ლარზე
- თანხა 500 ლარზე
- თანხა 3000 ლარს
- თანხა 50 000 ლარს
- განაკვეთი 2%
- განაკვეთი 30%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა და აცილება
- მუხლი 5. შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 6. არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 7. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 11. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
- მუხლი 12. მხარეთა ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. მხარეთა უფლებები
- მუხლი 14. თანამონაწილეობა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 3, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-3/