1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ სარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებულ მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები. ისარგებლონ ამ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
2. სარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებაც არბიტრაჟი ვალდებულია აცნობოს სარბიტრაჟო მოპასუხეს.
3. საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის, მოთხოვნის ოდენობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება, მაგრამ არა უმეტეს 5 დღით. მოთხოვნის ოდენობის შეცვლად არ ჩაითვლება მოთხოვნის დაზუსტება, დაკონკრეტება და გაღებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.
4. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც საარბიტრაჟო სარჩელს საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.
5. მხარეები საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება წარმოდგენილ იქნენ წარმომადგენლის ან ადვოკატის მეშვეობით. წარმომადგენელმა ან ადვოკატმა უნდა წარუდგინოს არბიტრაჟს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა განხილვაში.
6. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო სარბიტრაჟო მოპასუხეს _ ცნოს სარბიტრაჟო სარჩელი