1. მხარეები საარბიტრაჟო პროცესში სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ ამ დებულებით და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
2. მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც არბიტრაჟმა უნდა აცნობოს მოპასუხეს.
3. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის.
4. საარბიტრაჟო სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება
შპს"საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი" -ს დებულება · რედაქცია 23.02.2011
მუხლი 18. მხარეთა უფლებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
- მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება
- მუხლი 15. საარბიტრაჟო სხდომა და საქმის განსახილველად მომზადება
- მუხლი 16. შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 17. საჯარო შეტყობინება
- მუხლი 19. მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა
- მუხლი 20. თანამონაწილეობა არბიტრაჟში
- მუხლი 21. თანამონაწილეთა უფლებები
- მუხლი 22. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით
- მუხლი 23. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს"საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი" -ს დებულება“, მუხლი 18, №0, 23.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215747/muxli-18/