1. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.
2. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება. დადგენილებაში უნდა მიეთითოს, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება (ღონისძიებები) იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.
3. არბიტრაჟს შეუძლია მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, მოსთხოვოს აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
4. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟის დადგენილებას აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე