1. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.
2. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება. დადგენილებაში უნდა მიეთითოს თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება (ღონისძიებები) იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.
3. არბიტრაჟს შეუძლია მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, მოსთხოვოს აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
4. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟის დადგენილებას აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე
შპს საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა · რედაქცია 13.01.2011
მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
- მუხლი 199. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება
- მუხლი 2161. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა და გადავადება
- მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
- მუხლი 10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება
- მუხლი 15. საარბიტრაჟო სხდომა და საქმის განსახილველად მომზადება
- მუხლი 16. შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 17. საჯარო შეტყობინება
- მუხლი 18. მხარეთა უფლებები
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა“, მუხლი 13, 13.01.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1179539/muxli-13/