1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება:
ა) ფულის გადახდევინების შესახებ საარბიტრაჟო სარჩელზე – გადასახდელი თანხით;
ბ) ნივთის (ქონების) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ საარბიტრაჟო სარჩელზე – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
2. საარბიტრაჟო მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში თვითონ განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება. თუ მის მიერ მითითებული ღირებულება აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს არბიტრაჟი.
3. თუ ერთ სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე რამდენიმე მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება.
4. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.
5. თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს არბიტრაჟი, შემდეგ კი ხდება ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ან დამატებით გადახდევინება