1. დავის საგნის ღირებულება უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სარჩელში (ან შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელში). თუ არ არის მითითებული დავის საგნის ღირებულება ან მითითებული ღირებულება აშკარად შეუსაბამობაშია დავის საგნის ნამდვილ ღირებულებასთან, დავის საგნის ღირებულებას თავისი ინიციატივით განსაზღვრავს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი.
2. დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება:
•    თანხის ანაზღაურების მოთხოვნისას - მოთხოვნილი თანხით;
•    ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების მოთგხოვნისას – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;
•    გარკვეული მოქმედების ან უმოქმედობის შესახებ მოთხოვნაზე - მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების შესაბამისად.
3. საარბიტრაჟო სარჩელში, რომელიც შედგება რამდენიმე მოთხოვნისაგან, მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება.
4. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის დროს არსებული ფასები.
5. თუ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად