1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და დამატებითი ხარჯები. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. დამატებით ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული, მტკიცებულებათა გამოთხოვის ან/და მათ უზრუნველსაყოფად, ასევე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად გაწეული, აგრეთვე მხარეთა სხვა ხარჯები.
2. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე.
3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3%-ს, რასაც ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 (ხუთასი) ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი (დღგ-ს გარეშე) დავის საგნის ღირებულების მიუხედავად.
4. თუ მხარეები შეთანხმებულები არიან საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს და დავა გადაწყდეს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 1,5%-ის ოდენობით, რასაც ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 (ხუთასი) ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი (დღგ-ს გარეშე) დავის საგნის ღირებულების მიუხედავად
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 27. ზოგადი დებულებები
თავი VIII — საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 3%
- განაკვეთი 1,5%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
- მუხლი 21. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმა
- მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
- მუხლი 23. მხარეთა მორიგება
- მუხლი 24. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება, შუალედური და დამატებითი გადაწყვეტილება
- მუხლი 26. საარბიტრაჟო სხდომის ოქმი
- მუხლი 28. საარბიტრაჟო მოსაკრებლის შემცირება ან/და გადავადება
- მუხლი 29. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა
- მუხლი 30. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
- მუხლი 31. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 27, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-27/