1. არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა.
2. საარბიტრაჟო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:
• საარბიტრაჟო სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;
• საარბიტრაჟო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;
• საქმის განმხილველი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელება, საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა და საარბიტრაჟო სხდომის მდივანი;
• სხდომაზე განსახილველი საქმის დასახელება;
• ცნობები მხარეთა, მათ წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ;
• ცნობები მხარეთათვის/წარმომადგენელთათვის მათი საპროცესო უფლებების განმარტების შესახებ;
• მხარეთა/წარმომადგენელთა შუამდგომლობები;
• მხარეთა/წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი;
• ცნობები მოწმ(ეებ)ის ჩვენების, ექსპერტის დასკვნის, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ;
• მხარეთა პაექრობის შინაარსი;
• ცნობები გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ.
3. სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი ან საქმის კოლეგიურად განხილვის შემთხვევაში – არბიტრები.
თავი VIII
საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებ
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 26. საარბიტრაჟო სხდომის ოქმი
თავი VII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. კომპეტენცია
- მუხლი 20. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
- მუხლი 21. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმა
- მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
- მუხლი 23. მხარეთა მორიგება
- მუხლი 24. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება, შუალედური და დამატებითი გადაწყვეტილება
- მუხლი 27. ზოგადი დებულებები
- მუხლი 28. საარბიტრაჟო მოსაკრებლის შემცირება ან/და გადავადება
- მუხლი 29. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა
- მუხლი 30. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
- მუხლი 31. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 26, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-26/